logo
ENG



ნეპოტიზმი სასამართლო სისტემაში - ჯანეზაშვილი კონკრეტულ გვარებს ასახელებს 

09 ივლ 202020:11
3 წუთის საკითხავი
clock 320

"ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში ოჯახის წევრებს ასაქმებს", - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა იმ მოსამართლეების სახელები და გვარები გაასაჯაროვა, რომელთა ნათესავებიც საერთო სასამართლოების სისტემაში არიან დასაქმებულები.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ჩაკეტილია კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის, სამაგიეროდ ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის.

ნათესაური, მეგობრული თუ სხვა კავშირების გამო სასამართლოების თანამშრომლებისთვის პრივილეგიების მინიჭების მავნე პრაქტიკაზე მიუთითებენ არასამთავრობოი ორგანიზაციებიც. ნეპოტიზმში ჯანეზაშვილის მიერ მხილებული მოსამარეთლეების უმეტესობას კი დღეს "ფორმულას" კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურდა. 

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემის ნაცვლად გაურკვეველი კლანური მმართველობაა. მათი თქმით, კადრების თუ მოსამართლეების შერჩევა იმ ნიშნით ხდება თუ რამდენად ლოიალურია ესა თუ ის კადრი ივანიშვილის და მისი პარტიის მიმართ. 

ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ სისტემას უწოდებენ სასამართლოს სპეციალისტები. გიორგი მშვენიერაძის თქმით, სისტემაში მოსამართლიდან რიგით თანამშრომლამდე ყველაფერს კლანი აკონტროლებს.

ნეპოტიზმში მხილებული მოსამართლეების უმეტესობამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ნეპოტიზმის ფაქტები დოკუმენტურად დასაბუთებულია, ამიტომ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა სავარაუდოდ უახლოეს ხანში მაინც მოუწევთ.

 


close დახურვა