ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებული რეინჯერი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სააგენტო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
"რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე 2006 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. იგი საკუთარი საქმის მცოდნე, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და თავდადებული შრომით გამორჩეული თანამშრომელი იყო", - ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.