logo
ENG



ნიდერლანდების საგარეო: არაავტორიზებული, დამაზიანებელი კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ

20 თებ 202019:06
3 წუთის საკითხავი
 
owmd26rsaknabq2.jpg

“ნიდერლანდები იზიარებს საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორების დასკვნას, რომ ფართომასშტაბიანი, არაავტორიზებული, დამაზიანებელი კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 28 ოქტომბერს დაფიქსირდა, მომდინარეობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (GRU) მხრიდან”, – ასე ეხმაურება  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედება არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს. ამიტომ, სამეფო მზადაა ითანამშრომლოს ყველა მხარესთან რათა პრობლემა მოგვარდეს. 

“ეს ქმედებები არღვევს კიბერსივრცეში სახელმწიფოების პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმებს, რაც შეთანხმებულია გაეროს მიერ და გამოხატავს საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებულ წესრიგს. ჩვენ გავაგრძელებთ ციფრული სივრცის გამძლეობის გაძლიერებას, მაგალითად, ჩვენი საერთაშორისო კიბერშესაძლებლობების განვითარების მცდელობებით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ციფრული სივრცეში პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით”, – წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა.კიბერშეტების  სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ.სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვისი სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

 


close დახურვა