logo
ENG



ნიდერლანდები, შვედეთი, გერმანია უკრაინაში ომის დანაშაულის გამოსაძიებლად $2.7 მლნ გამოყოფენ

11 აპრ 202222:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/11/fhs58l0snkp29gs.jpg
REUTERS

ნიდერლანდები, შვედეთი და გერმანია პირობას დებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) 2,7 მილიონ დოლარს გამოყოფენ, რათა გამოიძიოს უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულები.

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციის საშუალებით ICC-ის მთავარ პროკურორ კარიმ ხანს ისაუბრნენ, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ მოიწვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰოკსტრამ თქვა: "სისხლის სამართლის სასამართლო უკრაინელების სამართლიანობისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა".

გამოძიების მხარდასაჭერად, ნიდერლანდები ერთ მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს, გერმანია ერთ მილიონ დოლარს, შვედეთი კი ნახევარ მილიონ ევროს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ევროკავშირმა 8 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინელი პროკურორების მხარდასაჭერად, რათა გამოიძიონ ომის დანაშაულები.

ICC-მ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე გამოძიება 2 მარტს დაიწყო.


close დახურვა