ნიდერლანდებში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ პირველი ღამის კლუბი გაიხსნა. მფლობელებმა სოციალური დისტანციის შესანარჩუნებლად ორიგინალურ მეთოდს მიმართეს - სტუმრები ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებით განლაგებულ სკამებზე დასვეს. ცეკვაც მხოლოდ სკამებზე იყო დაშვებული.
კლუბში, რომელშიც 150 ადამიანი ეტეოდა, ახალი რეგულაციებით ადგილი მხოლოდ 30 სტუმრისთვის აღმოჩნდა.