logo
ENG



ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალი წარედგინა

01 ნოე 201915:33
3 წუთის საკითხავი
 
5vm89vkyvmrtabe.jpg

საქართველოს პროკურატურა რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალური დირექტორს ახალ ბრალს უყენებს. "ფორმულა" უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია",- ნათქვამია განცხადებაში. 

ნიკა გვარამია ამჟამად ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

 


close დახურვა