logo
ENG



ნიკა გვარამია ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს

01 დეკ 201914:31
3 წუთის საკითხავი
 
xtk8tl6n7z76za7.jpg

ნიკა გვარამია ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას აანონსებს. „მთავარი არხის“ თანამფლობელი და გენერალური დირექტორი ფეისბუკ-გვერდზე წერს, რომ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმის“ შემდეგ ის განცხადებას გააკეთებს საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით.

„მეგობრებო, დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”. ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და ა პრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები. წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის. შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ“, - წერია ნიკა გვარამიას პოსტში.

„მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა 9 სექტემბერს დაიწყო. 


close დახურვა