logo
ENG



ნიკა გილაური: შეგვიძლია, ეს კრიზისი დიდ გამარჯვებად გარდავქმნათ

22 აპრ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

„შეგვიძლია, ეს კრიზისი დიდ გამარჯვებად გარდავქმნათ“, - საქართველოს ექსპრემიერმა და საკონსულტაციო კომპანია „რეფორმატიკსის“ დამფუძნებელმა - ნიკა გილაურმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც საქართველოს მთავრობამ უმუშევრობის მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად უნდა გაატაროს.

გილაური ამბობს, რომ უცხოური ქვეყნების მიერ ამ კრიზისის დროს პირდაპირი ფულადი დახმარებების პრაქტიკა განვითარებად ქვეყნებში შესაძლოა, არაეფექტიანი იყოს, დასაქმების ხელშესაწყობად კი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუკი სახელმწიფო უშუალოდ კომპანიებს დაეხმარება, დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ.

ნიკა გილაურის განცხადებით, არსებული კრიზისის ფონზე, არაა გამორიცხული 150,000-დან 300,000-მდე ადამიანმა დაკარგოს შემოსავლის წყარო.


close დახურვა