logo
ENG



ნიკა მელიას ბანერის დაზიანებისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

19 მარ 202117:22
3 წუთის საკითხავი
 
ნიკა მელიას ბანერის დაზიანებისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
რადიო თავისუფლება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფასადზე განთავსებული ნიკა მელიას ბანერის დაზიანებაში ბრალდებულ პირს ბრალდება წარუდგინეს.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, მას გამოძიება შემდეგ მუხლებს ედავება: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და  273 -ე მუხლის მე-2  და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შენახვა), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბანერის განზრახ დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, შესაძლოა დ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ოფისის გარე ფასადზე განთავსებულ ბანერს 17 მარტს ესროლეს. შსს-მ საქმეზე ერთი პირი დააკავა.


close დახურვა