ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მერის მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება. ხაზარაძის კანდიდატურა ნიკა მელიამ დღეს, 20 ოქტომბერს კოალიციური კაბინეტის წარდგენის დროს დაასახელა. წარდგენის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია კოალიციური მმართველობა.
"ერთპარტიული მმართველობა ესაა რუსული ტიპის მმართველობა. 30-წლიანი პოსტსაბჭოთა გამოცდილებაში და ცხოვრებაში დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, რომს ხვადასხვა პარტიებმა, რომელთა პროგრამები და ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთს და მათი მიზანია რომე ს ქალაქი იყოს უკეთესი - ეს ყველას საერთო გვაქვს", - თქვა ხაზარაძემ.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თბილისის მერობისთვის კახა კალაძე და ნიკა მელია იბრძოლებენ. არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება.