ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს მომავალ კვირას შეხვდება.
როგორც თქვა, ეს ინფორმაცია მას ხატია დეკანოიძემ გადასცა, რომელიც პრეზიდენტს დღეს, 21 დეკემბერს შეხვდა.
"როგორც ხატიამ გადმომცა, მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის. დაგვიძახებს და მე, ჩემი პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად, სიამოვნებით მივალ. ძალიან მალე გამოჩნდება, სანამდე მიგვიყვანს ეს პროცესი. მაგრამ ეს არის პარალელური პროცესი. მაგრამ ეს პროცესი [შიმშილობა] არ ითმენს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში". - თქვა ნიკა მელიამ.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეროვნული თანხმობის ინკლუზიურ პროცესს იწყებს, ოპოზიციის წევრებთან შეხვედრაც დაიწყო.
21 დეკემბერს პრეზდენტი შეხვდა ენმ-ის წევრს, ხატია დეკანოიძეს, ასევე, მოძრაობა ხალხისთვის ლიდერს, ანა დოლიძეს, დამოუკიდებელ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს და ლელოს და გირჩის წევრებს.
ხვალ, 22 დეკემბერს ის დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას და გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ფარიძეს შეხვდება.