logo
ENG



ნიკა მელიას საქმეზე არსებით განხილვა დასრულდა, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა

15 თებ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

 

საკითხის არსებითი განხილვა დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს ნიკა მელიას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას. მელიას უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მოპასუხე მხარემ - პარლამენტის წარმომადგენლებმა, ვერცერთ კრიტიკულ შეკითხვას ვერ უპასუხეს, ამიტომ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სარჩელს მელია მოიგებს. განმარტებები მედიასთან არ გაუკეთებიათ პარლემენტის წარმომადგენლებს.

„პარლამენტმა მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება, რომლის მიღების უფლება მას არ ჰქონდა, ვფიქრობ, რომ კონსტიტუციის სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას აპროტესტებს და სასამართლოსგან ამ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად აღიარებას ითხოვს.

 

 


close დახურვა