logo
ENG



ნიკა მელიას შტაბში ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ

01 ნოე 202004:43
3 წუთის საკითხავი
 
057mf94rytz9s3r.png

გლდანში, ოპოზიციის საერთო კანდიდატის, ნიკა მელიას შტაბში ოპოზიციონერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ისინი ერთად აპირებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისვლას და იქ საერთო განცხადების გაკეთებას. ოპოზიციის პროტესტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცესკომ საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო. 

ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 37%

წინასწარი მონაცემებით: 

ქართულ ოცნებას აქვს - 51,68%

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას - 24,31%

ევროპულ საქართველოს - 3,95%

პატრიოტთა ალიანსი - 3,34%

სტრატეგია აღმაშენებელი - 2,88%

ლელო - 3,02%

გირჩი - 2,64%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,25%

ლეიბორისტული პარტია - 0,99%

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0,79%


close დახურვა