logo
ENG



ნიკა მელია: ყველაფერი რაც ხელისუფლების მხრიდან კეთდება ზედაპირულია

12 აპრ 202022:27
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

როგორც მელიამ განაცხადა, ამ პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ზედაპირულია და ისინი რეალურად საქმეს არ აკეთებენ. ასევე მელიას თქმით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობა თავის სასარგებლოდ იყენებს.

„ყველაფერი რაც კი კეთდება არის ძალიან ზედაპირული. ის რაღაც 200 კილოვატზე რომ იყო საუბარი და ისიც გაუგებარია, 201 კილოვატს თუ დაწვავს ოჯახი, ის არ არის გაჭირვებული? ესეც მხოლოდ რიტორიკის დონეზე არის, არანაირ კანონში ცვლილებები არ განხორციელებულა. ამიტომ მგონია, რომ ყველაფერი არის მოუმზადებელი. მხოლოდ ბრიფინგების გამართვა არ არის საქმის კეთება და ხელისუფლებაში ყოფნა არის ურთულესი პასუხისმგებლობა და არ არის მხოლოდ უფლება რამესი - არის უდიდესი მოვალეობა, რომ აკეთო მოსახლეობის საკეთილდღეოდ, რაც შეიძლება ოპერატიულად. ეს კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება ხელისუფლების რიგებში 800 000 თვითდასაქმებული ადამიანია, რომელიც დღეს სახლში არის გამოკეტილი ლუკმა პურის გარეშეა დარჩენილი, აგრარული ბაზრები რომ დაიკეტა მხოლოდ დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დარჩა ულუკმაპუროდ. ამ ადამიანებს მილიარდელის ხელისუფლება რას ეუბნება თითქმის თვეზე მეტია?! ჩვენ ენას კბილი დავაჭირეთ და მდუმარებაში გავატარეთ თითქმის ერთი თვე, მაგრამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თვალს ვადევნებთ, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მონოპოლია მაქვს პოლიტიკის კეთებაზეო“,-განაცხადა ნიკა მელიამ.


close დახურვა