logo
ENG



ნიკა მელია დააკავეს

29 მაი 202521:02
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/29/tibp73yml908c4h.jpg

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. 

პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის ლისის ტბასთან იმ დროს დააკავეს, როცა ერთ-ერთი გადაცემის ჩასაწერად მიდიოდა.

"ლისზე დააკავეს, პოდკასტის ჩასაწერად მიდიოდა, ფაქტობრივად, ოფისთან. საპატრულო პოლიციამ გააჩერა, იმყოფებოდა მხოლოდ და მხოლოდ დაცვასთან ერთად, რა დროსაც, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები [იყვნენ], ასე მეუბნებიან, 100-მდე იყვნენო. წაართვეს აბსოლუტურად ყველას, მათ შორის დაცვის თანამშრომლებსაც ტელეფონები, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს და მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს", - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში. 

ნიკა მელიას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის ვადა დღეს, 00:00-მდე ჰქონდა. 

დღეს იყო ჩანიშნული მისი სასამართლო პროცესი, თუმცა ის გადაიდო ხვალისთვის, 14:00 საათისთვის. ნიკა მელია სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებდა. 

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა. ის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა. 


close დახურვა