logo
ENG



ნიკა მელია ოცნების წევრებს: გადმოდით ისტორიის სწორ მხარეს

16 მაი 202017:02
3 წუთის საკითხავი
 

ციხეში მყოფი მესამე პოლიტპატიმრის გიორგი რურუას პროცესი ორშაბათს უნდა გაიმართოს. ოპოზიცია და მისი უფლებადამცველები, გიორგი რურუას გათავისუფლებას სხდომის შემდეგ ელოდებიან. მათი აზრით, რაც უფრო დროულად შესრულდება შეთანხმება, მით ნაკლები პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევს "ქართულ ოცნებას".

იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმება არ შესრულდება, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

"8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა აღსრულდეს და მესამე პოლიტიკური პატიმარი, რომელიც შეთანხმების სუბიექტი იყო, გიორგი რურუა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ძვირფასო ოცნების პარტიის წევრებო, ზუსტად ასე გაქცევთ თქვენ ივანიშვილი ზურგს, როგორც გუშინ. ზუსტად ასე მოგატყუებთ, როგორც აქამდე გატყუებდათ, რომ პოლიტპატიმრები ქვეყანაში არაა. ამიტომ სანამ დროა, ჩემი თხოვნაა, გადმოხვიდეთ ისტორიის სწორ მხარეს", - აცხადებს ნიკა მელია. 


close დახურვა