logo
ENG



ნიკა მელია სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სუს-ში, გამოკითხვაზე დაიბარეს

04 დეკ 202114:31
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. 

მან თავად გამოაქვეყნა გამომძიებლისგან მიღებული მესიჯი, რომელშიც ნათქვამია, რომ მელიას სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხავენ. 

"ჩემ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე თქვენ მიერ საჯაროდ გაკეთებული კონკრეტული განცხადებების ირგვლივ საჭირო გახდა თქვენი მოწმის საკითხით გამოკითხვა, რა მიზნითაც გვსურს, ჩაგაბაროთ წერილობითი უწყება". - წერს მელიას გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი. 

ენმ-ის თავმჯდომარე ამბობს: 

"რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით, როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო". 

საქმე სუს-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად) დაწყებულ გამოძიებას ეხება, რომლის მიხედვითაც, უწყება ამტკიცებს, რომ "მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დროს, ხელის შეშლის მიზნით, იგეგმებოდა დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, ქაოსის და უკონტროლო სიტუაციის შექმნა". 


close დახურვა