logo
ENG



ნიკა მემანიშვილი: ვინც არა თემიდას, არამედ ლობიოს სამართლით მოქმედებს, მოეთხოვება პასუხი

01 დეკ 201911:40
3 წუთის საკითხავი
 
56lyl9e98onvejt.jpg

უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენლები მმართველი პარტიის ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობას აპროტესტებენ. მათ ხელისუფლებას სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი გადასცეს. ასე გააპროტესტეს მათ ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობა, რომელიც, ადვოკატის ინფორმაციით, აქციაზე სწორედ ლობიოს მარცვლების ჰაერში აყრის გამო დააკავეს. 

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ისწავლა წინამორბედების შედომებზე და აგრძელებს მათი ხელწერით მოქმედებას. ადამიანს იწერენ მის გამო, რომ რამდენიმე მარცვალი ლობიო აყარა ჰაერში, ჩვენ მოვიტანეთ აქ ლობიო იმისათვის, რომ დავანახოთ მათ - ლობიოს ჰაერში აყრა არ არის დანაშაული. ამის გამო ადამიანს არ უნდა კეტავდნენ საპყრობილეში ისეთი ოდიოზური მოსამართლეები, როგორიც გახლავთ ვალერიან ფილიშვილი, რომელსაც აქვს უშუალო მითითება და გახლავთ ხელისუფლების მონა-მორჩილი. ვინც არა თემიდას, არამედ ლობიოს სამართლით მოქმედებს, აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი. ჩვენ ვიმსახურებთ უკეთეს მომავალს და ეს მომავალი გვექნება მაშინ, როცა საზოგადოება გაიზრდება პოლიტიკურად და არ აპატიებს ხელისუფლებას“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნიკა მემანიშვილი.

ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს დააპატიმრეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის დროს. მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს მისჯილი. 


close დახურვა