სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა.
დღეს ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ხოლო ხვალ დაგეგმილია დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა არაოფიციალური სამიტი.
არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შეხვედრაც არის მოსალოდნელი.
