logo
ENG



ნინო გოგუაძე: ეს მართვადი ქაოსი არის ბიძინა ივანიშვილის შექმნილი

10 დეკ 201922:29
3 წუთის საკითხავი
 
k9ky43vc7ozovfh.jpg

„ეს მართვადი ქაოსი არის ბიძინა ივანიშვილის შექმნილი“ - ამის შესახებ ნინო გოგუაძემ „პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა განმარტა, სწორედ ბიძინა ივანიშვილს აძლევს ხელს საზოგადოებაში დაპირისპირების გაჩენა და ხალხის ჯგუფებად დაყოფა.

„ამაზე მეტი სამარცხვინო ნაბიჯი არ არსებობს, როდესაც ახალგაზრდებს ახალგაზრდებს მიუქსევ. როდესაც მთელი შენი პოლიტიკა ერთ რამეზე დგას - ადამიანები დაყო ჯგუფებად, დააპირისპირო და სიძულვილით გაჟღინთო ეს საზოგადოება. შვიდი წლის განმავლობაში ჩვენ ამას ვუყურებთ და იმდენი ხანია, ამაზე ვლაპარაკობ, რომ ეს მართვადი ქაოსი არის ბიძინა ივანიშვილის შექმნილი. მან სხვადასხვა სიძულვილის ჯგუფი გააჩინა ამ ქვეყანაში და ერთმანეთთან დააპირისპირა. ეს კარგად გამოჩნდა იმ დღეს, როცა უმრავლესობამაც კი არ იცოდა, ისე ჩავარდა პროპორციული არჩევნების კანონპროექტი. ბიძინა ივანიშვილი ქმნის ჯგუფებს, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებულ ამოცანებს უნდა ასრულებდნენ. ყველა ჯგუფს ჰგონია, რომ ის ემსახურება ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ძალიან საშიში მართვის ფორმა“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ნინო გოგუაძე სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობდა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“.


close დახურვა