logo
ENG



ნინო დანელია: წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მართონ ქვეყანა

25 ნოე 201921:06
3 წუთის საკითხავი
 
dp65zhl8isbi4hy.jpg

მედიამკვლევრის, ნინო დანელიას თქმით, კანონის დარღვევა ხდება ხელისუფლების მხრიდან და მათ მიერ კანონის დაცვაზე ლაპარაკი სასაცილოა.

„ალბათ გამოიყვანენ სპეცრაზმს, მაგრამ უკვე მეცინება, როცა ამბობენ, რომ კანონს დაიცავენ. იმიტომ, რომ ვინც დაესწრო სასამართლო პროცესებს, საოცრება ტრიალებდა სასამართლო დარბაზებში. არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდათ პოლიციელებს, იქცეოდნენ ოროსანი მოსწავლეებივით. დღემდე ციხეში რჩებიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააკავა პოლიციამ. დღეს მოგვპარეს შეშა - შეშის მოპარვა რომელი კანონის დაცვაა. არიან აჭრილები, სრულიად არეულები და წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მართონ ქვეყანა. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, როგორ უნდა ვმართოთ ქვეყანა და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც, როგორც იქნა, ერთად დასხდნენ საერთო მიზნის მისაღწევად. ჩვენ დიდხანს გვშურდა განვითარებული ევროპული ქვეყნების, სადაც განსხვავებული პარტიების წარმომადგენელი პრეზიდენტები იდგნენ ერთად. როგორც იქნა, დადგა ეს დღე საქართველოში - პოლიტიკოსებმა გადადეს განსხვავებები და ქვეყნის ინტერესებისთვის დაიწყეს ბრძოლა. ჩვენ ნერვები არ გვიმტყუნებს, ნერვებმა უკვე უმტყუნა ივანიშვილს“, - განაცხადა ნინო დანელიამ. 

პარლამენტთან აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მომიტინგეები უკვე იწყებენ პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტს.


close დახურვა