სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, პარლემენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებობაზე საუბრობს.
ამის შესახებ მან "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. სესიის პლენარული სხდომის გახსნამდე ბიუროს სხდომაზე, განსახილველ საკითხთა შორის, ერთ-ერთი სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხია.
„გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიებამ ორი წლის მანძილზე შედეგი ვერ დადო, ვფიქრობ, რომ დღეს უკვე ნამდვილად დროულია პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელოს. მე მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს ლომჯარია.
იმისთვის რომ კომისია შეიქმნას, 50 დეპუტატის ხმაა საჭირო. ინიციატივას მხარს უჭერს ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კითხვები არ გააჩნიათ.