logo
ENG



ნინო ქავთარაძე: მეუფე საბას პასუხი რამდენიმე დღეში იქნება

30 მარ 202022:55
3 წუთის საკითხავი
clock 434

აშშ-ში კლინიკა „NP Medicine“-ის  თანადამფუძნებელმა, ნინო ქავთარაძემ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ კორონავირუსის სიმპტომებზე ისაუბრა.

როგორც ქავთარაძემ გადაცემაში განაცხადა, მას შემდეგ რაც მან გაიგო, რომ შეხება ჰქონდა კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან გადაწყვიტა მეუფე საბასთან ერთად ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის მიემართა. ასევე ქავთარაძის განცხადებით, მეუფე დეკანოზის ტესტის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„ ადამიანი ვისგანაც ეს გადამედო, კვირას რომ გავიგე, რომ ამ ადამიანს ჰქონდა შეხება ვისაც ჰქონდა ვირუსი, ის კლინიკაში არ შემოსულა, მაგრამ მე როგორც კი გავიგე, რომ სხვა ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა მაშინვე დავურეკე მეუფე საბას და ვთხოვე რომ დამხმარებოდა, იქიდან გამომდინარე რომ მრევლი არის დიდი ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა დაეჯერებინათ მეუფე საბასთვის. მაშინვე მოვიდა და დავგეგმეთ რომ მეორე დღეს გავიდოდით ლაივში და მივაწვდიდით ადამიანებს ინფორმაციას, რომ საფრთხე არსებობდა. მაშინ ტესტის პასუხი არ ვიცოდი, მაგრამ, დაახლოებით ვიცოდი რაც მოხდება, რაც გინდა მზად ვიყოთ რაოდენობრივად ადამიანები იმდენად მაღალია ვერ შეძლებენ რომ უმკურნალონ ყველას ერთად შედეგი დაახლოებით ვიცოდი რაც მოხდებოდა, ჩვენთან დარეკავდნენ მაგრამ ამის შემეშინდა და გავაფრთხილეთ მაქსიმალურად მოსახლეობა რომ ყოფილიყვნენ მზად. მეუფე საბას ტესტები ჯერ არ წაუღიათ დაახლოებით 2 დღეში იქნება პასუხი. დეკანოზი, რომელიც დაინფიცირებულია ისიც ჩვენი პაციენტი იყო, გამოხატული სიმპტომები ჰქონდა. ეს ადამიანი გაერიდა მოსახლეობას და მეუფე საბამ მოითხოვა თავშესაფარი“,-განაცხადა ნინო ქავთარაძემ.

 


close დახურვა