logo
ENG



ნინო ხარატიშვილის წიგნი ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა

27 თებ 202015:33
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის წიგნი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“  2020 წლის ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა.

ბუკერის პრემია ინგლისურ ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა.

დაჯილდოების გრძელი სია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. მოკლე სიის გამოქვეყნება 2 აპრილს იგეგმება, 19 მაისს კი, ბუკერის პრემიის გამარჯვებული გამოვლინდება.

ცნობისთვის, ნინო ხარატიშვილმა 2018 წელს ბერტოლდ ბრეხტის პრემია მიიღო, 2019 წელს კი, შილერის მემორიალური პრიზი მოპოვება შეძლო.

 


close დახურვა