![msfhn7ernqlytxg.jpg](/uploads_script/news/thumb_msfhn7ernqlytxg.jpg)
ნიუ-იორკში ევროპის სამეფო ოჯახების კუთვნილი ძვირფასეულობა გამოფინეს. გამოფენას, რომელზეც მეთექვსმეტედან მეთვრამეტე საუკუნემდე დამზადებული უიშვიათესი ძვირფასი ნივთები წარმოადგინეს, „მეტროპოლიტენ-მუზეუმი“ მასპინძლობს.
ექსპონატებს შორის მსოფლიოს ყველაზე დიდი ბრილიანტიცაა.
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, მონაკოს და ნიდერლანდების სამეფო ოჯახებიდან ნიუ-იორკში სულ 170 ექსპონატი გაგზავნეს. ექსპონატები მუზეუმს კერძო კოლექციონერებმაც მიაწოდეს.