ნობელის კომიტეტმა წლის ბოლო გამარჯვებულების ვინაობა დაასახელა.
სტოკჰოლმში ლაურეატები ეკონომიკის დარგში გამოავლინეს. ჯილდოს სამი მეცნიერი გაინაწილებს, რომელთა შორის ერთი ქალია.
ნობელის კომიტეტში აცხადებენ, რომ პრესტიჟული პრემიისთვის სამივე ეკონომისტი სიღარიბის დასაძლევად, ახალი მიდგომების შემუშავებისთვის შეარჩიეს.
წლევანდელ გამარჯვებულებს ჯილდოებს საზეიმო ვითარებაში დეკემბრის დასაწყისში გადასცემენ.