![2024/07/26/ky3c6n96as0799t.jpg](/uploads_script3/articles/2024/07/26/ky3c6n96as0799t.jpg)
სოფელ დიდ ლილოსთან ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდი ჩავარდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაცია თავდაპირველად Facebook-ზე გვერდმა ჩემი ქალაქი მკლავს გაავრცელა. მოგვიანებით, განცხადება გამოაქვეყნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამაც, რომელმაც დაწერა, რომ ხიდის დაზიანების გამო ადგილზე დროებით გადაადგილება იზღუდება.
"ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით", - ნათქვამია განცხადებაში.