ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებას ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს სიჩუმე მხოლოდ რუსეთს უწყობს ხელს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კამპანია ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
გერმანიის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული სამთავრობო ინსტიტუტები იყვნენ ჩართულები. ამის გამო გერმანიამ ქვეყნიდან რამდენიმე რუსი დიპლომატიც გააძევა.