აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ევროპეისკაია პრავდასთან ინტერვიუში ნულანდმა თქვა, რომ "იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმირ პუტინმა უკვე გასცა საშინელი, მანკიერი, სასტიკი ომის დანაშაულების ჩადენის ბრძანება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
თუმცა, რუსეთი ამისთვის ასტრონომიულ ფასს გადაიხდის.
"ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის კატასტროფული იარაღი.
ვერავინ გამორიცხავს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას.
იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმირ პუტინმა უკვე გასცა საშინელი, მანკიერი, სასტიკი ომის დანაშაულების ჩადენის ბრძანება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის კატასტროფული იარაღი.
ჩვენ ძალიან აგრესიულად ვაიძულებთ კრემლს, გააცნობიეროს, რომ ეს იქნება კატასტროფული არა მხოლოდ უკრაინისა და მსოფლიოსთვის - ეს იქნება აბსოლუტურად კატასტროფული პუტინისა და პუტინის რუსეთისთვისაც.
პუტინი პასუხს აგებს უკვე ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, მაგრამ კატასტროფული იარაღის გამოყენება ამ ყველაფერს სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანს. უკრაინა მარტო არ დარჩება. პუტინისა და პუტინის რუსეთისთვის საფასური ასტრონომიული იქნება". - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.