logo
ENG



ნუ დაგვტოვებთ წიგნის გარეშე - მკითხველების პეტიცია მთავრობას

14 აპრ 202020:55
3 წუთის საკითხავი
 

გამომცემლები, ავტორები, მკითხველები ხელისუფლებას სპეციალური პეტიციით მიმართავენ და წიგნების ონლაინ ვაჭრობის დაშვებას სთხოვენ, თუმცა უცნობია, გაითვალისწინებს, თუ არა ხელისუფლება მოთხოვნებს.

გამომცემლობები შემოსავლის და მკითხველი კი წიგნის გარეშე რჩება. ჯერ კიდევ 7 აპრილს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, საგამომცემლო სფერო და წიგნების გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა, თუმცა შეზღუდვები ამ დრომდე ძალაშია.

გამომცემლები ამბობენ, რომ თუ სფერომ საქმიანობა ვერ გააგრძელა, ის ფუნქციონირებას ვეღარც პანდემიის შემდეგ შეძლებს.


close დახურვა