logo
ENG



ნუ დაემსგავსები ბრეჟნევს - ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბური აქციისთვის ემზადება

22 თებ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

 

ოპოზიცია 4 აპრილს დაგეგმილი მასშტაბური აქციისთვის მზადებას იწყებს. ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები რუსთაველის მეტროსთან საინფორმაციო აქცია-პერფორმანსს მართავენ და მოქალაქეებს ფლაერებს ურიგებენ. ისინი გამვლელებს აქციის მნიშვნელობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

„ნუ დაემსგავსები ბრეჟნევს, იყავი თავისუფალი“ - სწორედ ეს არის აქტივისტების მთავარი სლოგანი. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა საბჭოთა კავშირად აქცია, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ აქციას შეუერთდნენ.

„ნუ დაემსგავსები ბრეჟნევს, იყავი თავისუფალი - დღეს საქართველოში ჩვენ ვიცით, რაც ხდება - ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დაამსგავსა საბჭოთა ხელისუფლებას. სასამართლომ უვადოდ დაგვინიშნა თადუმაძე, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო დაამსგავსა ჩეკას. ვისაც ჰგონია რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, გამობრძანდეს 4 აპრილს 4 საათზე ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად“, - განაცხადა ცოტნე ვადაჭკორიამ.

შეგახსენებთ, ოპოზიცია 4 აპრილს 4 საათზე ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. სწორედ ამ აქციაზე  წარადგენს იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 


close დახურვა