logo
ENG



ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - აქცია შსს-სთან

22 ივლ 202020:30
3 წუთის საკითხავი
 

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეა“.

„შეცვალეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული გარდაცვალებები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის.

მოძრაობა „შეცვალე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები.

აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სიმბოლურად წითელი ხელთათმანები მიიტანეს, თუმცა მათ სამართალდამცავებმა ხელთათმანების დატოვების საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.

 


close დახურვა