ბარაკ ობამას, ბილ გეიტსის, ილონ მასკისა და სხვა მილიარდერების „ტვიტერის" გვერდები ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. კიბერდამნაშავეების სამიზნე ცნობილი კომპანიებიც აღმოჩნდნენ.
სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ცნობილი ადამიანები კრიპტოვალუტის მეშვეობით შემოწირულობას ითხოვდნენ, სანაცვლოდ კი გადარიცხული თანხის გაორმაგებულ რაოდენობას ჰპირდებოდნენ. ინფორმაცია მისი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.
სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. იქამდე კი კიბერდანაშაულებების თავიდან ასაცილებლად „ტვიტერმა“ უსაფრთხოების არაერთი ზომა გაატარა.