logo
ENG



ოდესაში სავარაუდოდ სტალინის დროინდელი მასობრივი სასაფლაო იპოვეს

28 აგვ 202111:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/28/7kbrahi4jwzetpw.jpg

უკრაინაში, ოდესაში სავარაუდოდ სტალინის დროინდელი მასობრივი სასაფლაო იპოვეს. 

29 საფლავში 5000-დან 8000-მდე ადამიანის ნეშტია აღმოჩენილი. 

ეს სასაფლაო, შესაძლოა, სტალინის დროინდელი ყველაზე დიდი მასობრივი სასაფლაო იყოს უკრაინაში. 

აღმოჩენა მუშებმა შემთხვევით გააკეთეს აეროპორტის გაფართოების სამუშაოების დროს. 

უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის რეგიონის ფილიალის ხელმძღვანელი, სერგეი გუცალიუკი ამბობს, რომ ნეშტი, სავარაუდოდ, სტალინის რეჟიმის გვიანი 1930-იანი წლების მსხვერპლებს ეკუთვნით. 

თუმცა, მისივე თქმით, კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვინაიდან შესაბამისი ჩანაწერები რუსეთში კეთდებოდა. 

ისტორიკოსები ამბობენ, რომ ოდესაში, 1938-დან 1941 წლამდე სიკვდილით 8 600 ადამიანი დასაჯეს. 

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია, ზუსტად დადგინდეს, რამდენი ადამიანის ნეშტია აღმოჩენილ საფლავებში, ნათელია, რომ ის უკრაინის ყველაზე დიდი მასობრივი სასაფლაოა.


close დახურვა