ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია ამბობს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მის მიერ გაჟღერებული უცენზურო სიტყვები არავის მისამართით არ იყო ნათქვამი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ოდიშარია ამბობს, მისი "გაბრაზება" არც კვოტირების საკითხს არ ეხებოდა. ამავე დროს, მან გააკრიტიკა მთავარი არხი, რომელმაც ოდიშაირას კადრები გადაიღო და გაავრცელა.
"მესმის, რომ პარლამენტი არც სტადიონია და საკუთარი ოჯახი, თუმცა იქაც გვაქვს უფლება რომ გვქონდეს პირადი სივრცე და რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს და ბედის ირონიით რაღაცნაირად ხაზგასმული, ვინ იწერს და ვინ აქვეყნებს ადამიანის პირად ბრაზს გამოთქმულ თავის პირად სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ ხაზს ვუსვამ, არ ვარ მართალი, რადგან მაინც ეს ხდება პარლამენტის დარბაზში, მთავარი არხი, რომელიც ცნობილია თავისი ეთერიდან უშვერი სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტის, ამერიკელის ელჩის, საპატრიარქოს წარმომადგენლების და ვისიც გნებავთ.
ვწუხვარ საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები და მოსასმენად უფრო მიზანშეუწონელია, უკიდურესად არასასიამოვნოა და ვწუხვარ, რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყარი, რადგან არ გამოვირჩევი ამ ლექსიკით.. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და არ იყო დამისამართებული არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, არც ქალის და არც კაცის მიმართ", - არნიშნა ოდიშარიამ.
ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა.
"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.