ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ის ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
"შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ეკიდა 2-სართულიან სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე.
ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუახნის მამაკაცის ცხედარი.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით", - ნათქვამია ინფორმაციაში.