logo
ENG



ოზურგეთში კაცმა ცოლი მოკლა

22 აგვ 202513:54
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/22/rwdqthirimg805c.jpeg

ოზურგეთში კაცმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცი დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დანაშაული სავარაუდოდ სანადირო თოფით არის ჩადენილი.


close დახურვა