ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის სასაფლაოზე 10-მდე საფლავი გაძარცვეს.
წაღებულია ღობისა და კარების ფრაგმენტები. შემთხვევა, სავარაუდოდ, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.