logo
ENG



ოთო კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

24 ოქტ 202014:28
3 წუთის საკითხავი
clock 887
qdn3qw00yq7a9jl.jpg

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატს, ოთო კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მან ფეისბუქზე დაწერა, სახლში, თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს, ამასთან, გეგმავს, რომ საარჩევნო კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით გააგრძელოს.

"მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით.

თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში.

ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.

ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს.

ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს". - დაწერა კახიძემ ფეისბუქზე.


close დახურვა