logo
ENG



ოკუპანტების მიერ გატაცებული კაცი ახალგორის საავადმყოფოშია - გიგაური

11 ივლ 202022:25
3 წუთის საკითხავი
clock 570
wnt4dc1jeyz442m.png

“ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავათავისუფლოთ ტყვეობისაგან მამაკაცი და მის ჯანმრთელობას შემდგომში საფრთხე არ შეექმნას", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსულებელმა ლია გიგაურმა განაცხადა. 

გიგაურის თქმით, მამაკაცის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების დესტრუქციული პრაქტიკა გრძელდება, მათ თავისი სახე დღეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს და პარალელურად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება და მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფება, დღეს გვქონდა ძალიან მძიმე ინციდენტი, სოფელში სხვილოს ციხის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენი ინფორმაციით სოკოს საკრეფად იყო წასული, მათ ჯერ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით და შემდეგ კი დააკავეს და გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამჟამად როგორც ჩვენთვის ცნობილია ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის იმყოფება ახალგორის საავადმყოფოში.

შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩვენ რა თქმა უნდა მაშინვე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს ინციდენტი, დროულად გადმოვიყვანოთ და გავათავისუფლოთ ტყვეობისაგან მამაკაცი და რაც მთავარია მის ჯანმრთელობას შემდგომში საფრთხე არ შეექმნას", - განაცხადა გიგაურმა. 

შეგახსენებთ, რომ კასპში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და გაიტაცეს.


close დახურვა