ქართული ოცნების პრორუსული რიტორიკა იმდენად შორს წავიდა, რომ ივანიშვილის დეპუტატები უკვე საოკუპაციო რეჟიმის პრეს-სპიკერის როლსაც კი ითავსებენ. პარლამენტარმა, ბექა ოდიშარიამ დღეს აფხაზურ ე.წ.ლ გამოძიებას, ფაქტობრივად, ნდობა გამოუცხადა და არ გამორიცხა, ოკუპირებულ ზონაში საქართველოს სამი მოქალაქის უკანონო დაკავების მოტივი რეალური იყოს. ამ განცხადების პარალელურად, პოლიტიკოსი, არც კი დაინტერესებულა, როგორია დაკავებულების მდგომარეობა.
ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეები და "ოცნების" რიტორიკა
21 აგვ 202420:11
3 წუთის საკითხავი