logo
ENG



ოკუპანტების მიერ ხურვალეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია

10 სექ 202518:08
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/10/xh0r6z2304o515o.png

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა