logo
ENG



ოკუპანტების მტკიცებით, უკრაინამ ყირიმზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

07 მაი 202310:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/07/v7buy2bzop5b5o8.jpg

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის მმართველად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, რომ უკრაინა გასულ ღამეს ყირიმის ნახევარკუნძულს 10-ზე მეტი დრონით დაესხა თავს - ის ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს.

როგორც ე.წ. გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, თავდასხმის შედეგად არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა, ამასთან, Baza ტელეგრამ არხზე იტყობინება, რომ წინასწარი ინფორმაციით, დრონებით შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. The Gurdian-ის ცნობით, აფეთქებები მოხდა სევასტოპოლსა და საკიში - კერძოდ, რუსეთის საჰაერო ბაზებთან მიმდებარედ, ასევე, სხვა ტერიტორიებზე.

დროებით ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ საუბრობდა რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი 29 აპრილსაც - მაშინ მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდასხმის შედეგად, სევასტოპოლში დაიწვა საწვავის ავზი


close დახურვა