logo
ENG



ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით 1 საათში 17 რაკეტა ისროლეს

10 თებ 202309:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/qsnz8lffabn1lbu.png

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით 17 რაკეტა ისროლეს. როგორც უკრაინული მედია წერს, ეს ომის დაწყებიდან ქალაქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.

სარაკეტო იერიში 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი ამბობს, რომ იერიში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ზუსტდება.

"რუსული არმია მხოლოდ ამის მაქნისია - ცეცხლი გაუხსნას მძინარე ქალაქ და დაარტყას ჩვენს ინფრასტრუქტურას. თუმცა ჩვენ ვერ გაგვტეხენ. გავუძლებთ", - ამბობს კურტევი.


close დახურვა