რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, რაკეტები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ვალენტი რეზნიჩენკო ამბობს, რომ აფეთქების დროს დაიღუპა 64 წლის ქალი და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ხოლო მათი მცირეწლოვანი შვილი ამ დრომდე ნანგრევებში რჩება.
13 დაშავებულიდან ოთხი ბავშვია. ყველა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.