![2022/07/09/j5fzgyzbz69mtle.jpg](/uploads_script3/articles/2022/07/09/j5fzgyzbz69mtle.jpg)
რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა.
ოკუპანტები თავდასხმის დროს კასეტური რაკეტები გამოიყენეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანდა 11 სახლი, 5 ავტომობილი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი სადგური.
ასევე აფეთქების დროს დაზიანდა საცხოვრებელი სახლების ფასადებიც. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ გაზის გაჟონვის საფრთხე აღარ არსებობს.