რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და საჰაერო განგაშის მოქმედებამდე უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. ასევე, მოსახლეობას მოუწოდებენ არ გაავრცელონ ფოტო/ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში.
ჯერჯერობით უცნობია დაიღუპა თუ არა ვინმე თავდასხმის დროს, ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა კროპივნიცკს 13 რაკეტა ესროლეს.
რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ფართომასშტაბიანი ომის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი, 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა.