logo
ENG



ოკუპანტებმა მარიუპოლიდან ევაკუაციისას ბავშვებით სავსე ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს

21 მარ 202222:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/21/cr1un3qwf5zazex.jpg

ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს 20-ზე მეტ ავტობუსს, რომელსაც მარიუპოლიდან საევაკუაციო დერეფნით მოსახლეობა გაჰყავდათ.

როგორც ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა აღნიშნა, თავდასხმის შედეგად 4 ბავშვი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ადამიანების გაყვანას და ცხოვრების ნორმალურ პირობებში დაბრუნებას. დღეს მძიმე დღეა, რადგან ისევ ბავშვები იტანჯებიან. 4 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აღნიშნა სტარუხმა.

ასევე, კიდევ ერთი ოჯახი მოჰყვა სროლებში. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.


close დახურვა