ოკუპანტების მიერ გატაცებული კიდევ ერთი პირი - 28 წლის ზაქრო ბუთხუზის დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ცხელი ხაზი უკვე ამოქმედდა. ასევე, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბუთხუზი გორის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას დააკავეს.