logo

ოკუპანტებმა სოფელ ხურჩის მიმდებარედ ბორდერიზაცია განაახლეს

clock 20 მაი 202011:44

ბორდერიზაცია ქვეყანში გრძელდება - ამჯერად ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადრე არსებული მავთულხლართები შეცვალეს და დამატებითი უკანონო ინსტალაციები აღმართეს. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ბორდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა